კრასნოდარის ციხიდან საქართველოს მიერ ძებნილი ე.წ.კანონიერი ქურდი გამოუშვეს

კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის სასამართლომ ვადაზე ადრე თბილისში დაბადებული, ე.წ. კანონიერი ქურდი ზახარი(შაქრო) კალაშოვი, იგივე შაქრო მოლოდოი გაათავისუფლა, რომელიც სასჯელს გამოძალვისთვის იხდიდა.

როგორც TASS-ს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, “სასამართლო სხდომა დღეს, დახურულ კარს მიღმა გაიმართა“.

2018 წელს კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა რესტორან Elements-ის მფლობელისთვის ფულის გამოძალვისთვის მიესაჯა. შემთხვევა 2015 წელს მოხდა და სროლით დასრულდა.

არაერთხელ გასამართლებული კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით იყო დაკავებული. ესპანეთში გათავისუფლების შემდეგ კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა. ის მოსკოვში 2014 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობს, სადაც კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

მის გადმოცემას საქართველო მკვლელობისთვის ითხოვდა, რადგან აქ დაუსწრებლად 18 წელი აქვს მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები