პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ქვეყანაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის არის მსჯავრდებული და ბრალდებული, ბუნდესტაგში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები