5 ყველაზე ცნობილი კრიმინალური დუეტი
ბონი და კლაიდი ყველამ იცის, მაგრამ ისტორიაში სხვა კრიმინალური დუეტებიც არსებობდნენ, რომლებიც მკვლელობებით გახდნენ ცნობილნი. რა აერთიანებდათ მათ? რა აიძულებდათ ერთობლივი დანაშაულის ჩადენას?
დიკ ჰიკოკი და პერი სმიტი
1959 წლის 15 ნოემბერს ორი ყოფილი პატიმარი დიკ ჰიკოკი და პერი სმიტი კანზასის შტატ თავს დაესხნენ კლატერების ოჯახს.
ისინი სეიფის პოვნას ცდილობდნენ, რომელშიც 10 ათასი დოლარი ინახებოდა. ღამით სახლში შეიჭრნენ და ფული რომ ვერ აღმოაჩინეს, ოჯახის ოთხივე წევრი მოკლეს. ისინი დიდხანს არ იმალებოდნენ. იმავე წლის დეკემბერში დამნაშავეები ლას-ვეგასში დაიჭირეს. სასამართლოზე სმიტმა აღიარა, რომ ოჯახის ორი წევრი მოკლა – მამა და ვაჟი, მაგრამ არცერთ დამნაშავეს თავის თავზე არ აუღია დედის და ქალიშვილის მკვლელობა. ჰიკოკს და სმიტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და 1965 წლის აპრილში აღასრულეს კიდეც.
ბონი და კლაიდი
ბონი პარკერი და კლაიდ ბაროუ, ალბათ, ყველაზე ცნობილი დამნაშავეთა ჯგუფია. დამნაშავეთა წყვილი ამერიკაში „მოღვაწეობდა“ დიდი დეპრესიის პერიოდში.
ისინი მოგზაურობდნენ ცენტრალურ ამერიკაში, ძარცვავდნენ ბანკებს, მაღაზიებს და ბენზინგასამართებს. ამასთანავე, ყოველთვის ახერხებდნენ პოლიციის გაცურებას. დამნაშავეები რამდენიმე წლის განმავლობაში აგრძელებდნენ ამ საქმიანობას და პოლიცია მათ კვალზეც ვერ გადიოდა. სამართალდამცველებმა ისინი 1934 წლის მაისში გამოიჭირეს, როდესაც ერთ-ერთი სოფლის გზაზე ჩაუსაფრდნენ. ოპერაციის მსვლელობისას ბონი და კლაიდი მოკლეს.
ძმები მენენდესები
1989 წელს ძმებმა ლაილ და ერიკ მენენდესებმა თავიანთი მშობლები სახლში ჩაცხრილეს. მკვლელებმა საგულდაგულოდ დაგეგმეს თავდასხმა.
ღამით ძმები მენენდესები მშობლების სახლში მივიდნენ. მამა კეფაში დამიზნებით მოკლეს, რის შემდეგაც დედასაც ესროლეს. მკვლელობის შემდეგ ძმებმა იარაღი მოიშორეს და კინოს ბილეთები იყიდეს, რათა იქ ყოფნა მათი ალიბი ყოფილიყო. კინოთეატრიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ლაილმა პოლიციაში დარეკა. მკვლელობიდან რაღაც დროის შემდეგ ძმებმა თავიანთი მემკვიდრეობის გაფლანგვა დაიწყეს და ამან პოლიციას ეჭვები გაუჩინა. საბოლოოდ, ერიკმა ჩადენილი თავის ფსიქოლოგთან აღიარა. ძმები დააპატიმრეს. ერიკი და ლაილ მენენდესები პირველი ხარისხის მკვლელობაში დაადანაშაულეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მკვლელები სკოლაში
ერიკ ჰარისი და დილან კლიბოლდი – მოზარდები, რომლებმაც 1999 წლის 20 აპრილს სკოლაში სროლა ატეხეს.
იმ დღეს ორი უფროსკლასელი ქალაქგარეთ მდებარე სკოლაში წავიდნენ, სადაც 13 ადამიანი მოკლეს და 24 დაჭრეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მოზარდები ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ, მაგრამ როდესაც ხელნაკეთმა ასაფეთქებელმა დანადგარმა არ იმუშავა, მათ ხალხის დახოცვა იარაღით დაიწყეს.
რობერტ ტომპსონი და ჯონ ვენაბლესი
რობერტ ტომპსონი და ჯონ ვენაბლესი – ორი ყველაზე ახალგაზრდა მკვლელი. 1993 წელს ლივერპულში ამ ორმა ბავშვმა გაიტაცეს და მოკლეს 2 წლის ჯეიმს ბალგერი.
ბიჭებმა სავაჭრო ცენტრში, სანამ მისი დედა ერთ-ერთ მაღაზიაში იყო შესული, ორი წლის ბიჭი გაიტყუეს. მათ ის რკინიგზაზე წაიყვანეს სასეირნოდ. იქ მას აწამებდნენ და სცემდნენ, სანამ არ გარდაიცვალა. ბიჭუნა თავში ძლიერი დარტყმების შედეგად დაიღუპა. რობერტ ტომპსონმა და ჯონ ვენაბლესმა მსხვერპლის დასახიჩრებული ცხედარი რკინიგზის სავალ ნაწილზე მიატოვეს. პოლიციამ დამნაშავეების დადგენა სავაჭრო ცენტრის გარე კამერების ჩანაწერების წყალობით შეძლო. ასევე, ბავშვის ცხედარზე ჩაატარეს ანალიზი. ბიჭები დააპატიმრეს და გაასამართლეს, მიუხედავად ასაკისა. ისინი დამნაშავედ ცნეს და განუსაზღვრელი ვადით დააპატიმრეს.