ბაიდენმა და ტრამპმა “სუპერ სამშაბათის” პრაიმერიზები მოიგეს

აშშ-ის მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა თავიანთ პარტიებში “სუპერ სამშაბათის” პრაიმერიზები მოიგეს.

NBC News-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა გამარჯვება 12 შტატში მოიპოვა: კალიფორნიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ტენესში, ოკლაჰომაში, ტეხასში, არკანზასში, მეინში, ალაბამაში, მასაჩუსეტში, კოლორადოსა და მინესოტაში.

ამავე დროს, ჯო ბაიდენმა გამარჯვება 15 შტატიდან 14-ში მოიპოვა. ესენია – კალიფორნია, აიოვა, ვირჯინია, ჩრდილოეთ კაროლინა, ვერმონტი, ოკლაჰომა, ტენესი, მასაჩუსეტსი, მეინი, არკანზასი, ტეხასი, ალაბამა, კოლორადო და მინესოტა.

ტრამპის ერთადერთი კონკურენტი, ნიკი ჰეილი მხოლოდ ვერმონტში ლიდერობს.

ამგვარად, ბაიდენი და ტრამპი უახლოვდებიან არჩევნებში განმეორებით დაპირისპირებას, რაც 1956 წლიდან შესაძლოა, პირველად მოხდეს.

“სუპერ სამშაბათი” აშშ-ის არჩევნებში ის დღეა, როდესაც პრაიმერიზები ერთდროულად 15 შტატში ტარდება. შედეგად, სავარაუდო კანდიდატები ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებს მოიპოვებენ, რაც მათ საბოლოო ნომინაციისთვის სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები