ოზურგეთის მერია: გურიანთისა და ციხისფერდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
გურიანთის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად კიდევ ორი ხიდი დაზიანდა, რომელთა
აღდგენა-განახლების სამუშაოებს მუნიციპალიტეტი თანმიმდევრულად ახორციელებს. ერთი ხიდი
უკვე დასრულებულია, ხოლო ვაშნარის დასახლებაში, მეორე ხიდის მშენებლობის შესახებ, მომზადებულია
საპროექტო დოკუმენტაცია და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი.
მშენებლობის ადგილას ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე საკრებულოს წევრებსა და მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში
ხორციელდება.
ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.