ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამბროლაურში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს დედის დღე მიულოცეს

რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა  პირებმა,  3 მარტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ‘’დედის დღე’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, თეონა მიქაძეს და ლონდა ქალდანს მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად  მიულოცა.

ასევე, ზვიად მხეიძემ  დედის დღესთან დაკავშირებით ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები რამდენიმე მარჩენალდაკარგულ, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს პირადად გადასცა.

ზვიად მხეიძემ დედებს წარმატებები უსურვა.

,,მინდა ყველა დედას დიდი პატივისცემით მოგილოცოთ დედის დღეს!  გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას!

ქალთა დღესასწაულები სიმბოლურად გაზაფხულის პირველ დღეებს ემთხვევა, გაზაფხული კი სილამაზის, ახალი სიცოცხლისა და სიხარულის მომტანი თვეა.

გისურვებთ თქვენი ყოველი დღე ყოფილიყოს იმედით, სიამაყითა და რწმენით სავსე!,- აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები