შოთა მურღულიას გადაყენება უკანონოდ მოხდა

  საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შოთა მურღულიას მერის მოვალეობის შესრულებლის უფლებამოსილება შეუჩერდა, კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არც ზნეობის და მორალის ჩარჩოებში არ ჯდება .
“ეს არის ძალიან ვიწრო ჯგუფის პრობლემა, რომლებიც ქუთაისში არიან და ქალაქის მართვასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება კანონთან წინააღმდეგობაში მოდის და ზნეობასთან და მორალთან კავშირი არ აქვს. ქუთაისის მოსახლეობისთვის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები