ალექსანდრე დარახველიძე – ნარკოტიკების რეალიზაციის შეჩერების საკითხზე: საკმაოდ რთული სამუშაოა – ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს

“ეს არის საკმაოდ კომპლექსური და რთული სამუშაო”, – ასე პასუხობს შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტის კითხვას – “რას აკეთებს შსს ნარკოტიკების უკონტროლო რეალიზაციის შესაჩერებლად?”.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს.

“ეს არის საკმაოდ კომპლექსური და რთული სამუშაო – ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ყველა ქვეყანაში დგას მსგავსი პრობლემა, ყველა ქვეყანა ებრძვის, მაგრამ ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, ერთიანად ვერ აღმოიფხვრება, ამას სჭირდება მუდმივი მუშაობა,” – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები