არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილზე: მან ლიდერობის ტესტი ვერ ჩააბარა

“ახლა იქმნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება – „ნაციონალური მოძრაობა 2″ და მიხეილ სააკაშვილიც ცდილობს, რომ ამ მეორე ვაგონშიც როგორმე თავისი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს, ასეთი სასაცილო განცხადებებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილს თვითგანდიდების მცდელობები მედიის ყურადღების ცენტრში დასარჩენად სჭირდება.

“ამ ტიპის განცხადებები, თვითგანდიდების მცდელობები მას სჭირდება იმისთვის, რომ დარჩეს მედიის ზედაპირზე. სხვა მიზანს ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ მისმა გუნდელებმა დაინახეს, რომ ის ლიდერი არ არის. მან ლიდერობის ტესტი ვერ ჩააბარა”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები