გერმანია 300 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა

გერმანია 300 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა.

ამის შესახებ N-tv წერს.

რუსული აგრესიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, გერმანიაში უცხოელთა ცენტრალურ რეესტრში თითქმის 1,143 მილიონი უკრაინელი ლტოლვილია რეგისტრირებული. მათგან დაახლოებით 682 ათასი ქალია, დაახლოებით  458 ათასი – მამაკაცი.

მათგან რამდენი დაბრუნდა უკრაინაში და რამდენი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, სტატისტიკურად არ არის დაფიქსირებული.

გერმანიაში მყოფი ლტოლვილების 21%-ია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები