ჯონდო მდივნიშვილმა მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს ჯონდო მდივნიშვილმა მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე და ახალი შესასრულებელი პროექტების მკაცრი მონიტორინგი, სწორი კომუნიკაცია, ადგილობრივების ინფორმირება იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება მათთვის ახორციელებს, სუფთა მუნიციპალიტეტის სტატუსის შენარჩუნება – ეს, იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელზეც დღევანდელ შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილა მერმა.

„იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული და სამაგალითო მუნიციპალიტეტი, აუცილებელია განვახორციელოთ მიმდინარე პროექტების სწორი მენეჯმენტი, დროული და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და ვიყოთ მეტად კომუნიკაბელური მოსახლეობასთან“, – აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები