თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები