მერაბ დვალიშვილმა „UFC“-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა

კალიფორნიაში „UFC 298“-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონაში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ამერიკელ ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა. დვალიშვილმა მეტოქე სამრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში უკვე 21 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 17 მოიგო, ოთხში კი დამარცხდა. რაც შეეხება ჰენრი სეხუდოს, ის „UFC“-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები