გორის მერია: მუმლაანთკართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში მუმლაანთკართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“ამ ეტაპზე ხორციელდება სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი მუმლაანთკარის გადასახვევიდან (სოფელ ახალუბნიდან) სოფლის ცენტრამდე.
პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრე სისტემის, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას.
უსაფრთხოების მიზნით გზის გარკვეულ მონაკვეთზე იგეგმება რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობაც.
სოფელში არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელსაც რამდენიმე ათეული წელია მსგავსი სახის განახლებითი სამუშაოები არ ჩასტარებია, მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო.
პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხორციედება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები