ავტომობილში, რომელიც მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდა, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს. ადგილზე მყვინთავ-მაშველები რამდენიმე საათი მუშაობდნენ.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტომობილიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა, მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები