ბექა დავითულიანი: მოლოდინი, რაც პრეზიდენტის მიმართ გამაჩნია, არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს

“ერთადერთი მოლოდინი, რაც პრეზიდენტის მიმართ გამაჩნია, არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, სხვა მოლოდინი პრეზიდენტის მხრიდან მას არ აქვს.

„არავითარი მოლოდინი პრეზიდენტის მხრიდან არაფრის მიმართ არ მაქვს. ერთადერთი მოლოდინი, რაც გამაჩნია პრეზიდენტის მიმართ, არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს გამოიყენებს არჩევნების დისკრედიტაციისთვის, იმიტომ რომ აპრიორი ახლავე იცის, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს წააგებს“, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები