ცენტრალურ აფრიკაში დაახლოებით 10 000 ბავშვი შეიარაღებული ჯგუფების რიგებში იბრძვის

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უკვე 10 წელზე მეტია, რაც, შეიარაღებულ ჯგუფებთან ერთად, დაახლოებით 10 ათასი ბავშვი იბრძვის.

ამის შესახებ ადგილობრივმა მთავრობამ გამოაცხადა, – წერს ABC News-ი.

როგორც ​ოჯახისა და გენდერულ საკითხთა მინისტრმა, მარტე კირიმამ განაცხადა, ამ ჯგუფებს ბავშვები ჰყავთ მებრძოლებად, ჯაშუშებად, მზარეულებად და სექს-მონების სახითაც იყენებენ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 15 000 ბავშვი მეამბოხე ძალებს გამოექცა, მათ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება უჭირთ.

ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში კონფლიქტი 2013 წლიდან გრძელდება მას შემდეგ, რაც მუსლიმმა მეამბოხეებმა “სელეკებმა” ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და მაშინდელი პრეზიდენტი, ფრანსუა ბოზიზი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ქრისტიანული მოსახლეობა იბრძოდა, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმის სახითაც.

გაეროს მონაცემით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტი პირი იძულებით გადაადგილებული გახდა.

2019 წელს მთავრობასა და 14 შეიარაღებულ ჯგუფს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდო, მაგრამ ბრძოლები გრძელდება.

გაერო ცდილობს, აღკვეთოს შეიარაღებულ ჯგუფებში ბავშვების გაწევრიანება და გათავისუფლებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაცია შეამსუბუქოს. ასეთი ბავშვებისთვის შექმნილია სასწავლო პროფესიული პროგრამები, რომ შეძლონ – გახდნენ მექანიკოსები, მუშები, დურგლები ან დაეუფლონ სხვა პროფესიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები