ისრაელის თავდაცვის მინისტრი: რაფაჰში მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია გარდამტეხი მომენტია „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, რაფაჰში მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია გარდამტეხი მომენტია „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მისი თქმით, სპეცოპერაციები კვლავ გაგრძელდება.

„ჰამასი“ დაუცველია, „ჰამასი“ შეღწევადია და შესაძლებელია ყველგან მისვლა და ყველაფრის გაკეთება.

ჩვენ [ჯერ კიდევ] გვყავს მძევლები და მათთან მიახლოება გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ მათ უმეტესობას ამ გზით კი არ გამოვიყვანთ, არამედ შეთანხმების პროცესებით დავიბრუნებთ, მაგრამ კიდევ რამდენჯერ იქნება საჭირო სამაშველო ოპერაცია და რა ვითარებაში, ვინ იცის?

ცნობისთვის, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში ორი ისრაელელი ტყვეს გათავისუფლების ოპერაციის დროს, ისრაელის დარტყმას 100-მდე ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები