გორის მუნიციპალიტეტში სოფელ თედოწმინდიდან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზამდე გარეგანათების სისტემა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ თედოწმინდიდან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზამდე გარეგანათების სისტემა მოეწყობა.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 960 345 ლარია.
გარეგანათების სისტემა 14 კილომეტრამდე მონაკვეთზე დამონტაჟდება და თედოწმინდიდან ნიქოზამდე არსებულ სოფლებსაც მოიცავს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც გარეგანათების სისტემა დღემდე არ ყოფილა, განათების 370 წერტილი განთავსდება. ს
აპროექტო მონკვეთზე ჯამში 700 სანათი დამონტაჟდება.
პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები