საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – გაგა დარბაიძე, საკრებულოში ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატები – კობა ხვედელიძე და ილია იაკობაშვილი დღეს ადგილობრივებს შეხვდნენ და მათთან ერთად სოფლებისთვის საჭირო პროექტებზე იმსჯელეს.

მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგ პროექტებს დაუჭირა მხარი:
ზედა ორღული – სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ჩიხა – სანიაღვრე არხების მოწყობა;
ქვედა ორღული – შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;
სხვიტორი – საბავშვო ბაღში ფანჩატურის მოწყობა და საწისქვილე არხის რეაბილიტაცია;
დუნთა – შიდა საუბნო გზების მოწყობა;
პროგრამის ფარგლებში ზედა ორღულის, სხვიტორისა და ქვედა ორღულისთვის – 16 – 16 000 ლარია გამოყოფილი, ჩიხისთვის – 20 000 ლარი, ხოლო დუნთა 10 000 ლარს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები