ანსამბლი „შილდა“ – კახური სიმღერის კონცერტი და ალბომის წარდგენა გაიმართება

13 თებერვალს, 19:00 საათზე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო
ცენტრის დარბაზში, ფონდი „ქართული გალობა“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
მსმენელს იწვევს დედას ლევანას სახელობის ფოლკლორულ ანსამბლ „შილდას“ კახური სიმღერის კონცერტზე.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ანსამბლის მე-2 აუდიოალბომის წარდგენა გაიმართება.
კონცერტი ეძღვნება გამოჩენილი მომღერლისა და ლოტბარის – ანდრო სიმაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
შესრულდება კახური სიმღერის შილდური, თელაური და ართანული ვარიანტები (ხელმძღვანელები: ბექა და გოჩა ბიძინაშვილები).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები