6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ მაზნიაშვილის დაბადების დღეა
6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ მაზნიაშვილის დაბადების დღეა.
გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1871 წელს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904 -1905 წლებში. იგი გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით.
პირველ მსოფლიო ომში მაზნიაშვილი იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. დაიჭრა ვარშავასთან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ჩამოაყალიბა 2 დივიზია, რითაც აქტიურად იცავდა თბილისს ბოლშევიკებისგან. გიორგი მაზნიაშვილი იყო დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
მას ეკუთვნის სიტყვები: „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა. მე ვარ საქართველოს გენერალი“!
1918 წლის ოქტომბრიდან იყო თბილისის გენერალ-გუბერნატორი და I ქართული დივიზიის უფროსი, 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთთან ბრძოლის დროს სარდლობდა თბილისის (სოღანლუღის სექტორი) ფრონტს. „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენის (1917) მფლობელი, საქართველოს ეროვნული გმირი (2013).