დაზიანდა 30-მდე შენობა, საოფისე ფართები, კერძო საწარმო – ოკუპანტებმა ოდესის, მიკოლაევის და ვინიცის რეგიონები დაბომბეს

ოკუპანტებმა ოდესის, მიკოლაევისა და ვინიცის რეგიონებზე დრონებით იერიში მიიტანეს.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდასხმა 5 საათს გაგრძელდა, ჯამურად კი,  17 დრონიდან 11 ჩამოაგდეს.

ოდესის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის ინფორმაციით, დაზიანდა 20-ზე მეტი შენობა – კერძო და მრავალსართულიანი შენობები, საოფისე ფართები, კერძო საწარმო. მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

მიკოლაევშიც, ასევე, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სამრეწველო ობიექტი და სპორტული და ფიტნესკომპლექსი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ვინიცაში ჩამოგდებული დრონის ფრაგმენტები ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ჩამოვარდა, თუმცა, რომელზე – დაზუსტებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები