“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა – ტენტი ურიგდებათ”, – ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
“მერიის შესაბამისი სამსახურები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა უბანში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.
სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას,რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება მიიღოს.
მოსახლეობას აქტიურ დახმარებას უწევენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის შედეგად (გრიგალი) ,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის ნაწილს და მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა საავტომობილო გზები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.