სტიქიამ იმერეთში 700-მდე სახლი დააზიანა – შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ 

იმერეთში სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. უხვმა ნალექმა რეგიონში პრობლემები შექმნა, თოვლს და წვიმას თან დაერთო ძლიერი ქარი, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროსადენები.

ბაღდათში, ჭიათურასა და თერჯოლაში დაფიქსირდა წყალმოვარდნები, მოწყდა ხეები და დაზიანდა კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება. ზარალის დათვლა დაწყებულია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარმა იმერეთში 700-მდე სახლის სახურავი დააზიანა. ამასთან დაზიანებულია 55 კორპუსი, მათ შორის, სკოლები და საბავშვო ბაღები.

დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები და სპეცტექნიკა. მობილიზებულია ენერგო-პრო ჯორჯიას სპეციალური ბრიგადები. მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები