წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სტიქია მძვინვარებდა

„მთელი ღამის განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

“გრიგალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მოგლიჯა ხეები და გზებზე მოძრაობა შეიზღუდა. მოგლეჯილმა ხემ დააზიანა ავტომობილი, მძღოლს საფრთხე არ ემუქრება.

დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები. ელექტროენერგია მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება.

მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები