ვახტანგ ბერიძემ MMA-ის მებრძოლს დიმიტრი ბოლქვაძეს, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები მიულოცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, პირველ მოადგილე ნადიმ ვასაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად, MMA-ის მებრძოლს დიმიტრი ბოლქვაძეს შეხვდა, სპორტსმენს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

მიმდინარე წელი სპორტსმენის კარიერაში პოზიტიურად დაიწყო, დიმიტრიმ 20 იანვარს აბუდაბიში გამართულ UAE Warriors 46-ე ღონისძიებაზე წარმატებით იასპარეზა.

ცნობისთვის, დიმიტრი ბოლქვაძემ მსოფლიო რეიტინგით 8 ბრძოლა გამართა, საიდანაც 7 შეხვედრაში წარმატებით იასპარეზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები