საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

საქართველოს რეგიონებში, განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები საჩხერის მუნიციპალიტეტში 29 იანვარს დაიწყო და ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს”,- ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

“დღეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეები კობა ქიმაძე და ირაკლი ჩხიკვაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქორეთისა და საირხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების კალვათის, ქორეთის, ჭორვილისა და საირხის მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფელ კალვათის მოსახლეობამ მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა გადაწყვიტა, ხოლო ქორეთის მაცხოვრებლებმა სასაფლაოსთან მისასვლელი გზისა და შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობას დაუჭირეს მხარი.

სოფელ ჭორვილაში ადგილობრივებმა სანიაღვრე არხების, ხოლო სოფელ საირხეში სპორტული მოედნის მოწყობა არჩიეს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 13 თებერვალს დასრულდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები