ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეეზოვე ემსხვერპლა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მეეზოვე ემსხვერპლა. შუახნის ქალს მსუბუქი ავტომობილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „კვირას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები