მედია: ბელგოროდში ჩამოვარდნილი “ილ-76”-ის შავი ყუთები ნაპოვნია
ბელგოროდის ოლქში 24 იანვარს სატრანსპორტო “ილ-76”-ის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს. ისინი კარგ მდგომარეობაში არიან.
ამის შესახებ რუსულ მედიას საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.
„ორივე შავი ყუთი ნაპოვნია – ფრენის პარამეტრების ჩამწერი მოწყობილობა და ხმის ჩამწერი“, – ამბობენ უწყებაში.
მისი თქმით, ყუთები გამომძიებლებს უკვე გადაეცა.