ავღანეთიდან 149 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა
სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 149 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონი 6 თვის განმავლობაში ბაზა ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდა. ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ბატალიონის სრული შემადგენლობა სამშობლოში ეტაპობრივად რამდენიმე კვირაში იქნება.