“სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს” – გორდულაძე
“სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„პეტერ ფიშერი ელჩი არ არის, მას პოზიცია აქვს, რომ ელჩის თანამდებობას იკავებდეს. ყველაფერს აკეთებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაინგრეს, როგორც ამას ამერიკის ყოფილი ელჩი აკეთებდა. ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. სამწუხაროდ, ისეთი საელჩო არსებობს, რომელიც არაფრად დაგიდევს საქართველოს, როგორც ქვეყანას. შეუძლებელია, ეს ადამიანი ვინმემ გულწრფელად ჩათვალოს, როცა 9 აპრილის მემორიალთან მიდის და იქაც რადიკალიზმს, ექსტრემიზმს ახალისებს და მხარს უჭერს. ამიტომ ვამბობთ, რომ ის ე.წ. ელჩია, რომელიც თანამდებობას ახლა იკავებს და ჩვენთან ყოფნის შემდეგ კარიერას დაასრულებს. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს. ისინი სირიაში მიღებულ საკადრო ცვლილებებს მომენტალურად ასახავენ და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს ეპატიჟებიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, რაც მიუღებელია. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, რომ ქართველი ხალხის მიმართ სიყვარული, რასაც ასე მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობენ, გულშიც კი არ უდევთ“, – თქვა გორდულაძემ.