პატა სეკას ისტორია – მონა, რომელსაც თავისი ჰარამხანა ჰქონდა

ფერადკანიან მონას, პატა სეკას, რომელიც ბრაზილიაში მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა, „მფლობელები“ „საჯიშე ხარად“ იყენებდნენ. სულ მცირე, მას 200 ბავშვი ჰყავს სხვადასხვა ქალისგან. მთელმა მისმა შთამომავლობამ მონის სტატუსით დაიმკვიდრა თავი, ვინაიდან, ზოგადად, მათი გაჩენა პლანტაციებზე სამუშაო ძალის გაზრდას ემსახურებოდა.
1808 წელს ისეთი რამ მოხდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ათასობით პლანტატორი და ფერმერი. ბრიტანეთმა მონებით ვაჭრობა აკრძალა და მონების ნაკადი კოლონიიდან კატასტროფულად შემცირდა. ეს მოვლენა დაემთხვა ბამბის, შაქრის ლერწმის და ბრინჯის წარმოების გაზრდას აშშ-სა და სამხრეთ ამერიკაში.
მონებს შორის გარდაცვალების დიდი მაჩვენებელი გამუდმებით მოითხოვდა მათი რიგების შევსებას, მაგრამ საზღვაო გზას, აფრიკიდან ატლანტის ოკეანის გავლით, აკონტროლებდნენ ბრიტანელები, რომლებიც დაუნდობლად ხოცავდნენ მონათმფლობელებს. ამან გამოიწვია ის, რომ პლანტატორებმა პრობლემის გადაწყვეტა ადგილზე დაიწყეს და თავისი მონების შობადობა გაზარდეს.

პრივილეგირებული მონა

პლანტაციებში მუშაობა ძალიან მძიმე იყო და მონებისგან დიდ ძალისხმევას, ამტანობას მოითხოვდა, ამიტომ მონათმფლობელები აფასებდნენ მაღალ და ღონიერ მამაკაცებს. ისინი თვლიდნენ, რომ ძლიერი მამაკაცები გადასცემდნენ თავიანთ შთამომავლებს დადებით თვისებებს და ჯანმრთელი, ძლიერი შვილები ეყოლებოდათ.

პატა სეკა, რომლის ნამდვილი სახელი იყო როკე ჰოსე ფლორენსიო, იდეალური მონის ყველა თვისებას ფლობდა. ის გამოირჩეოდა დიდი სიმაღლით – 218 სმ – და თხელი ფეხებით. ზუსტად ასეთი აღნაგობა ითვლებოდა ბრაზილიაში „მწარმოებლისთვის“ ოპტიმალურად. მამაკაცი მონების ბაზარზე სწორედ გასამრავლებლად იყიდეს.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სეკა არასდროს ასრულებდა მძიმე სამუშაოს. ის, ასევე, არ შიმშილობდა და არ იტანჯებოდა. გარდა ამისა, მას იდეალური ურთიერთობა ჰქონდა „პატრონთან“,  ფრანცისკო დაკუნო ხაბუენოსთან. სეკა ასრულებდა მსუბუქ სამუშაოს სახლში, უვლიდა ცხენებს და პასუხს აგებდა ფოსტის მიწოდებაზე. ის სხვა მონებისგან განცალკევებით ცხოვრობდა და სუფთა, ხარისხიან ტანისამოსს ატარებდა.

დემოგრაფიული გიგანტი

მიუხედავად პრივილეგიებისა, პატა სეკა მაინც მონად, თავისი „მფლობელის“ ნივთად რჩებოდა. მას ევალებოდა, გაენაყოფიერებინა მონა ქალები. ეს განსაკუთრებული მონა დიდი ძალისხმევით ასრულებდა ამ ბრძანებას. რთული სათქმელია, მოსწონდა თუა რა პატა სეკას თავისი სამსახური და ჰქონდა თუა რა მას მორალური პრობლემები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას, დაახლოებით, 200 შვილი შეეძინა, რომლებმაც პლანტაციებზე მონების რიგები შეავსეს.

დიდი ალბათობით, მამაკაცი იტანჯებოდა. მის შვილებს რაიმე განსაკუთრებული სტატუსი არ ჰქონდათ, ისინი უბრალოდ შავ მუშებად იქცეოდნენ პლანტაციებზე. მათ ტანჯავდნენ და კლავდნენ კიდეც, ვინაიდან მონა სრულფასოვან ადამიანად არ ითვლებოდა. პატა სეკას შვილები იზრდებოდნენ და თავადაც ხდებოდნენ მშობლები. 21-ე საუკუნეში ჩაატარეს გენეტიკური კვლევა, რომელმაც გასაოცარი რამ აჩვენა – აღმოჩნდა, რომ Santa Eudóxia-ს მოსახლეობის 30% სეკას შთამომავლები არიან.

ქალი თავისი წინაპრის, პატა სეკას ფოტოთი

პატა სეკამ მიაღწია 1888 წლამდე, როდესაც ბრაზილიაში მონობა გააუქმეს. ის სულაც არ იყო მოხუცი, გათავისუფლდა. თავისი ყოფილი მფლობელისგან მან მიიღო მიწა, რომელზეც სახლი ააშენა. პატა დაქორწინდა ქალზე, სახელად პალმირა და 9 შვილის მამა გახდა. თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები მან თავის მიწაზე შრომაში გაატარა და ფეხზე დააყენა ახალი, უკვე თავისუფალი თაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები