ქვემო ქართლში, მარნეულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.