პოლონეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
დაკავებული ვროცლავის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას ბრალი ქურდობასა და სხვისი ქონების უნებართვო გამოყენებაში ედება.
როგორც ცნობილია, 39 წლის ქართველი კაცის დაკავების ორდერი უკრაინული მხარის მიერ იყო გაცემული.
არსებული ინფორმაციით, წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლონეთში 9 იანვარს თბილისიდან ჩაფრინდა. იგი სწორედ, ამ დროს, სასაზღვრო შემოწმებისას დააკავეს.