იაკობ ნაკენი – ვერმახტის ყველაზე მაღალი ჯარისკაცის ცხოვრების ისტორია
1944 წელს ანგლო-კანადური პოლკის მოკავშირე ჯარისკაცებმა საფრანგეთის ქალაქ კალეს მახლობლად უცნაური ადამიანი აიყვანეს ტყვედ. ეს იყო გიგანტური სიმაღლის რიგითი ვერმახტელი, რომლის გვერდითაც ყველაზე ზრდასრული ინგლისელებიც კი პატარა ბავშვებივით გამოიყურებოდნენ. მეომარს თან ჰქონდა საბუთები, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გიგანტს იაკობ ნაკენი ჰქვია და ის 38 წლის იყო. იქვე ანგლოსაქსებიდან ვიღაცამ გაიხსენა, რომ ამ ადამიანის შესახებ მშვიდობიან დროსაც გაუგია. მაშინ მას უბრალოდ – „მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი“ ეწოდებოდა.
იაკობ ჰადსონ ნაკენი დაიბადა 1906 წლის 15 თებერვალს დიუსელდორფში. მისი წინაპრებიც საკმაოდ მაღლები იყვნენ – 180 სანტიმეტრი – მაგრამ, თავად იაკობმა 221 სმ სიმაღლეს მიაღწია. დიდმა სიმაღლემ გერმანელს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა. მის თავზე ყოველთვის ძალიან ბევრი სილურჯე იყო, ის მუდამ რაღაცას ეჯახებოდა. ნაკენი გაჭირვებით სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იძულებული იყო, გაცილებით მეტი ფული დაეხარჯა ტანსაცმლის შეკერვაზე ინდივიდუალური შეკვეთით.
ჩვეულებრივ სამსახურში მისი მიღება არ სურდათ, ამიტომ იაკობს ცირკში მუშაობა შესთავაზეს – ის ძალიან გახარებული იყო. საცირკო ცხოვრებამ თავბრუ დაახვია ახალგაზრდას, გასტროლებზე დადიოდა და სახლში თითქმის არასდროს იყო.
საზოგადოება ნაკენს იცნობდა ფსევდონიმით „ურანი“ და „ გოლიათი რეინლანდიდან“. ის საზოგადოებას ძალიან კარგად დაამახსოვრდა.
კონტრასტისთვის, ახალგაზრდას ყველაზე დაბალი არტისტების გვერდით აყენებდნენ. მაგრამ, მიუხედავად დიდი სიმაღლისა, ის მაინც არ იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი. მისი თანამედროვე გახლდათ ამერიკელი რობერტ უოდლოუ – 272 სმ სიმაღლით და ჰოლანდიელი ალბერტ იოჰან კრამერი, 242 სმ სიმაღლით.
თუმცა, მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არა ციფრები, არამედ სწორი რეკლამა იყო. საცირკო მარკეტოლოგებმა ძალიან კარგად იცოდნენ საკუთარი საქმე.
იაკობს ძალიან მოსწონდა გასტროლები, რომელთა დახმარებითაც მან მსოფლიო ნახა. 1939 წელს გიგანტმა ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა გერმანიის დელეგაციის შემადგენლობაში. მაშინ ნაკენმა გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლად დარჩებოდა ოკეანის მიღმა არსებულ გასაოცარ ქვეყანაში. თავისი ოცნების ასრულება ვერ შეძლო – დაიწყო ომი და რაიხის მოქალაქეების აშშ-ში ყოფნა სასურველი არ გახლდათ.
იაკობი ფრონტზე
საომარი მოქმედებების გამო, ევროპაში საცირკო ცხოვრება დაირღვა და გამოსვლები ხშირად უქმდებოდა. უმუშევარი იაკობი მალე ჯარში გაიწვიეს. გერმანიაში ნაკენი ყველაზე მაღალი მეომარი გახდა და მას კვლავ სირთულეებთან მოუხდა შეჯახება. ჯარის ფორმას და ფეხსაცმელს მისთვის შეკვეთით კერავდნენ, მაგრამ სხვა არაფერში ჰქონდა შეღავათი.
საერთოდ, ომის კანონების თანახმად, იაკობი ჯარში არ უნდა გაეწვიათ. ჩვენთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, რომ მაღალ ადამიანებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და გულ-სისხლძარღვთა ძალიან ბევრი დაავადება აწუხებთ.
ასეთი პრობლემები ნაკანსაც ჰქონდა, მაგრამ ამას რატომღაც ყურადღება არ მიაქციეს.
იაკობ ნაკენის ომის შემდგომი ცხოვრება
ყველა ფორმალობის შემდეგ, ნაკენი და სხვა დაჭრილი ვერმახტის ჯარისკაცები გაგზავნეს შოტლანდიის საავადმყოფოში. ეს იყო ომის დასასრული ვერმახტის ყველაზე მაღალი ჯარისკაცისთვის. გამოჯანმრთელების შემდეგ იაკობი გაგზავნეს სამხედრო ტყვეთა ბანაკში და იქიდან გერმანიაში დაბრუნდა 1945 წლის ბოლოს. სახლში ნაკენმა ცოლად შეირთო გოგონა, სახელად მარია, რომელთან ერთადაც 1949 წელს ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში, მისი ოცნების ქვეყანაში.
პენსიაზე გასვლის შემდეგ, ნაკენმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. იგი ჩამოვიდა მშობლიურ მიწაზე, სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები. გიგანტი 1987 წელს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.