მარნეულში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მორიგი პროცესი 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც მამაკაცის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ფაქტია ასახული.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები