თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

თბილისში მამაკაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა ქალი ინგოროყვას კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმის თქმით, ქალს სისხლმდენი ჭრილობები მთელ სხეულზე აღენიშნებოდა.

“სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა ახალგაზრდა ქალი. მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ მალევე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – ამბობს ექიმი.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად სვამდა და სავარაუდოდ მომხდარის დროსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. არსებული ინფორმაციითვე,  კაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებაც მიიყენა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები