პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა, პოლიციამ დააკავა

პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა, პოლიციამ დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც მამაკაცის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ფაქტია ასახული.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები