ხარკოვის სარაკეტო იერიშის შედეგად, ამ დროისთვის ერთი დაღუპული ადამიანის შესახებ არის ცნობილი.
როგორც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა დაწერა, ეს არის 35 წლამდე მამაკაცი.
მისივე ინფორმაციით, 8 ადამიანი დაშავდა, ექიმები მათ დახმარებას ადგილზე უწევენ.
იერიშის შედეგად, ხარკოვში დაზიანებები ფიქსირდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით – სამედიცინო დაწესებულებაში, საწყობებსა და სამოქალაქო საწარმოებში.