14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედა და ბიძა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სხდომაზე მტკიცებულებების გადასინჯვა მოხდა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად ცნო.

ბრალდებულების ადვოკატებმა სხდომაზე აღმკვეთი ღონისძიების ფორმის – პატიმრობის, გირაოთი შეცვლა მოითხოვეს. მოკლული არასრულწლოვნის დედის – ეგანა მაგარამოვას ადვოკატმა, 5-დან 100 ათას ლარამდე ოდენობის გირაოს გადახდის სანაცვლოდ, აღმკვეთის არასაპატიმრო ფორმით შეცვლა მოითხოვა, ნატიგ მაგარამოვის ადვოკატმა კი 3-დან 10 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და ორივე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ეგანა მაგარამოვასა და ნატიკ მაგარამოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 11 ოქტომბერს შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები