როგორ გახდა ვერმახტის გენერალი სსრკ-ს გულშემატკივარი – ვალტერ ფონ სეიდლიც-კურზბახი
ვალტერ ფონ სეიდლიც-კურზბახი წარმოშობით არისტოკრატული პრუსიული ოჯახიდან იყო. სტალინგრადის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ სამხედრო ლიდერს შესძულდა ჰიტლერი და სსრკ-ს მხარეზე გადავიდა. გერმანიაში სეიდლიც-კურზბახს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს, მთელი მისი ოჯახი კი ციხეში ჩასვეს. თუმცა, ის აგრძელებდა ვერმახტის ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის მოწოდებას, დაეყარათ იარაღი და ჰიტლერის წინააღმდეგობა გაეწიათ.
ვალტერ ფონ სეიდლიც-კურზბახმა ომში ოთხი ჭრილობა მიიღო. გენერლის კარიერის უმაღლესი წერტილი ფრიდრიხ პაულუსის მე-6 არმიის 51-ე კორპუსის მეთაურობა იყო. სტალინგრადის ბრძოლის დროს სეიდლიცმა რთულ პირობებში მიაღწია ვოლგას. უკვე 1942 წლის ნოემბრის დასაწყისში მისთვის ცხადი გახდა, რომ მე-6 არმიას კატასტროფა ელოდა. მან გენერალ პაულუსს სთხოვა, გაეტარებინა ზომები საბჭოთა მომავალი კონტრშეტევის წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ. სტალინგრადის ჯგუფის ალყის შემდეგ სეიდლიცი ევედრებოდა პაულუსს, გაქცეულიყო ქალაქიდან, რომელიც გერმანელებისთვის საფლავად იქცეოდა, მაგრამ მან, ჰიტლერის ბრძანებით, „ბოლომდე დგომა“ გადაწყვიტა და უარი თქვა მოქმედებაზე.
სეიდლიცი მიუბრუნდა არმიის B ჯგუფის მეთაურს, მაქსიმილიან ფონ ვეიხსს და უთხრა:
გენერალი სეიდლიც-კურზბახი და სხვა მაღალი რანგის პატიმრები კრასნოგორსკის მახლობლად მდებარე სპეციალურ ბანაკში გადაიყვანეს. სტალინგრადის კატასტროფის შემდეგ სეიდლიცს სძულდა ჰიტლერი, რომელმაც ისინი მიიყვანა ვოლგამდე და იქიდან წასვლა აუკრძალა, რითაც გერმანელები განწირულნი იყვნენ სიკვდილისთვის.
სამხედრო ლიდერს სჯეროდა, რომ იგი ერთგულების სამხედრო ფიცს დებდა არა ფიურერის, არამედ გერმანიისა და მისი ხალხის წინაშე. 1943 წლის 12 დეკემბერს პრუსიელი მეთაურების შთამომავალი ხელმძღვანელობდა „გერმანელ ოფიცერთა კავშირს“. ორგანიზაციის მიზანი იყო საბჭოთა ხელმძღვანელობის დახმარება ჰიტლერის ჩამოგდებაში და ნაცისტების ლიდერების პასუხისგებაში მიცემა.
საბჭოთა ტყვეობაში გერმანიის მაღალჩინოსნებს მიეცათ უფლება, ცმოდათ ფორმა და კეთებოდათ ჯილდოები, ასევე ესარგებლათ ნაცისტური მისალმებით. ფრიდრიხ პაულუსი და ვერმახტის 17 სხვა გენერალი დაუპირისპირდა სეიდლიცს, რომელსაც სამშობლოს გაყიდვაში ადანაშაულებდნენ მიუხედავად იმისა, რომ 1944 წლის შემდეგ, როდესაც ომის შედეგი ნათელი გახდა, სეიდლიცის ყველა მოწინააღმდეგე მხარს უჭერდა ანტიჰიტლერულ მოძრაობას.
ნაციზმზე გამარჯვების შემდეგ ვალტერ სეიდლიც-კურზბახმა საბჭოთა კავშირს საკუთარი თავი გერმანიაში ახალი სოციალისტური სისტემის ორგანიზატორად შესთავაზა, თუმცა მოსკოვის რეგიონის ერთ-ერთ სახელმწიფო აგარაკზე ჰყავდათ გამოკეტილი. მხოლოდ ერთხელ დაიქირავეს სეიდლიცი კონსულტანტად ფილმის – „სტალინგრადის ბრძოლა“ – გადაღებაზე. 1950 წლის 8 ივლისს დეზერტირი დააპატიმრეს.
ვალტერ სეიდლიცს ბრალი ედებოდა ომის დანაშაულებში და მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. გენერალმა 4 წელი გაატარა ნოვოჩერკასკის ციხეში, სადაც მის სამარტოო საკანში გამუდმებით ანათებდა კაშკაშა შუქი. 1954 წლის 26 ნოემბერს სეიდლიცს ნერვული აშლილობა დაეწყო. თვითმკვლელობის მცდელობის გამო, პატიმარი გადაიყვანეს მოსკოვის ციხეში, სადაც უფრო რბილი რეჟიმი იყო.
1955 წელს სეიდლიცი და საბჭოთა ბანაკებში მყოფი ყველა გერმანელი პატიმარი გაათავისუფლეს. გერმანიაში გენერალი შეხვდა თავის მეუღლეს, რომელიც 13 წელი არ უნახავს, მაგრამ ყველასგან გარიყული იყო. მისი კოლეგები მოღალატედ და ბოლშევიკების ჯაშუშად თვლიდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა:
მე მთელი გულით მიყვარდა რუსეთი, მძულდა ჰიტლერი. მაგრამ, სამწუხაროდ, სტალინს არ სჯეროდა ჩემი გულწრფელობის.
სეიდლიცი 1996 წელს გარდაიცვალა.