ოკუპანტებმა კიევზე იერიში მიიტანეს – დრონების ფრაგმენტები სამ შენობას მოხვდა

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანა, თუმცა, როგორც საჰაერო ძალებში აცხადებენ, ყველა მათგანი მოგერიებულია, ამასთანავე – უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები რამდენიმე შენობას მოხვდა.

მომხდარის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დრონის ფრაგმენტები მაღალსართულიან შენობებს სოლომენსკის და დარნიცკის რაიონებში მოხვდა.

​სოლომენსკის რაიონში ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის 24-ე სართულზე გაჩნდა, რომელიც ხანძარი ბრიგადების მისვლამდე იყო ლიკვიდირებული.

ამავე შენობის 24-26-ე სართულების კედლები ნაწილობრივ არის ჩამონგრეული, ხოლო სამ ბინაში ჩამტვრეულია მინები.

დარნიცკის რაიონში  ხანძარი გაჩნდა ორსართულიანი კერძო დაუმთავრებელი სახლის მეორე სართულზე. არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები