გოგი მეშველიანმა 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ 40 კურსდამთავრებულს მედლები გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის,დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა 36 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი ახალგაზრდებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ იამზე სვანიძესთან ერთად გადასცა.
„2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ 40 კურსდამთავრებულს მედლები გადავეცით.
ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, ძალიან მიხარია, რომ გვყავს განათლებული, სწავლაზე ორიენტირებული მომავალი თაობა. მჯერა, რომ თითოეული მათგანი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნისა თუ მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტად განვითარებისა და წარმატების საქმეში. მადლობა სკოლებს, მათ დირექტორებს და პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.