საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს

საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციით, აშენდა 34 საბავშვო ბაღი; განხორციელდა ბაღების რეაბილიტაციის 168 პროექტი. მიმდინარე წელს იგეგმება 10 ბაღის მშენებლობა, 11 ბაღის რეაბილიტაცია.

აშენდა 16 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, განხორციელდა სკოლებში რეაბილიტაციის 129 პროექტი. მიმდინარეობს 13 სკოლის მშენებლობა, 17 სკოლის რეაბილიტაცია.

განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 1 410 პროექტი, დაიგო 822,4 კმ გზა. ამჟამად, მიმდინარეობს 88 პროექტი, რის შედეგადაც ჯამში 84 კმ გზა დაიგება.

აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 192 ხიდი და ხიდ-ბოგირი; მიმდინარეობს 18 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 1 311 პროექტი, ამჟამად მიმდინარეობს 30 პროექტი.

გაზიფიცირდა 70 დასახლებული პუნქტი, შედეგად 50 000 აბონენტს უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი. ამჟამად, მიმდინარეობს 18 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება.

მოეწყო და რეაბილიტირდა 178 სკვერი, ამჟამად, მიმდინარეობს 24 სკვერის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები