როგორ დასრულდა სკოლის მოსწავლის ექსპერიმენტი, რომელსაც 11 დღე არ ეძინა?
ექსპერიმენტი დასრულდა 1964 წლის 8 იანვარს: 17 წლის რენდი გარდნერმა 11 დღე და 25 წუთი გაატარა ძილის გარეშე. მოზარდობისას თანდაყოლილი კრეატიულობითა და უშიშრობით, ბრიუს მაკალისტერმა (მთავარი ცდისპირის მეგობარმა) და რენდიმ გადაწყვიტეს დაემყარებინათ სიფხიზლის რეკორდი, რომელიც იმ დროს სხვას ეკავა. ამ უკანასკნელს 260 საათი არ სძინებია.
„თავიდან ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, თუ როგორ მოქმედებს უძილობა პარანორმალურ უნარებზე. შემდეგ მივხვდით, რომ ამას ვერ შევძლებდით და გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როგორ აისახება ძილის ნაკლებობა კოგნიტურ შესაძლებლობებზე“, – ამბობდა მაკალისტერი.
იმის გასარკვევად, თუ ვინ იქნებოდა მთავარი, ბიჭებმა მონეტა ააგდეს… და, ბრიუსის საბედნიეროდ, ეს პატივი რენდის ერგო.
„მე, ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვიყავი დედამიწაზე, ვინც იმ დროს ძილის კვლევას აწარმოებდა”, – ამბობდა უილიამ დემენტი.
„რენდის მშობლები ძალიან წუხდნენ, რომ ექსპერიმენტს შეიძლება, მისთვის ზიანი მიეყენებინა, რადგან მაშინ მათ არ იცოდნენ, მოჰყვებოდა თუ არა ძილის ნაკლებობას სიკვდილი.“
მაკალისტერი ამტკიცებდა, რომ მათ ექსპერიმენტში ქიმიური ნივთიერებები არ იყო ჩართული. რენდი ხანდახან სვამდა კოლას, მაგრამ დექსედრინზე, ბენზედრინზე ან სხვა ფსიქოსტიმულანტებზე საუბარი არ იყო.
იმ დროისთვის, როცა დემენტი სან-დიეგოში ჩავიდა, ექსპერიმენტი უკვე რამდენიმე დღე გრძედებოდა და რენდი ოპტიმისტურად იყო. თუმცა, რაც უფრო წინ მიდიოდა ექსპერიმენტი, მით უფრო მოულოდნელი შედეგები ჩნდებოდა. რენდის პერიოდულად უმოწმებდნენ გემოს, ყნოსვის და ბგერების გარჩევის უნარს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მკვლევარმა დარღვევების შემჩნევა დაიწყო.
ექსპერიმენტი გრძელდებოდა და მედიის ყურადღებაც იმატებდა. ერთ მომენტში ექსპერიმენტი გახდა მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამერიკულ პრესაში – კენედის მკვლელობისა და The Beatles-ის გამოჩენის შემდეგ.
„მას ეძინა 14 საათის განმავლობაში, რაც გასაკვირი არ არის. გაიღვიძა, რადგან საპირფარეშოში შესვლა უნოდა. პირველი ღამის განმავლობაში მისი REM ძილის ფაზა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ თანდათან კლება დაიწყო და ნორმალური გახდა“, – აღნიშნავდა მაკალისტერი.
…და შემდეგ ის ადგა და სკოლაში წავიდა.