ცხოველის ძვლები, თაგვის ტვინი და ადამიანის შარდი – როგორ ამზადებდნენ რომაელები კბილის პასტას

ძველი რომაელების სერიოზული დამოკიდებულება ჰიგიენისადმი არავისთვის არის საიდუმლო. გრანდიოზული აბანოების ნანგრევები, რომლებშიც რომის იმპერიის მოქალაქეები დიდ დროს ატარებდნენ, დღემდეა შემორჩენილი. არანაკლებ პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ისინი ისეთ ჩვეულებრივ საქმეს, როგორიც კბილების გახეხვაა. რომაელებიც იყენებდნენ თანამედროვე კბილის ჯაგრისების ან ხის ჯოხების მსგავს მოწყობილობებს, მაგრამ მათი კბილის პასტა სრულიად განსხვავდებოდა ჩვენისგან.

რომაელებს ისევე აწუხებდათ სტომატოლოგიური დაავადებები, როგორც ჩვენ. კბილების გაფუჭება და ცუდი სუნი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა იყო. და მიუხედავად იმისა, რომ უძველესი მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, დაზიანებული კბილების მკურნალობა მაინც ძალიან რთული გახლდათ. ჩვეულებრივ, ისინი უბრალოდ უნდა ამოგეღო, როდესაც ტკივილი სერიოზულ დისკომფორტს შეგიქმნიდა.

Bigpicture.ru უძველესი კბილის ჯაგრისები

გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ცდილობდნენ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. დღემდე შემორჩენილია დოკუმენტები, რომლებიც აღწერს კბილის პასტების შემადგენლობას და მომზადების ტექნოლოგიას. ამ საქმით მაშინდელი სპეციალისტები იყვნენ დაკავებულნი. ეს ნაშრომი საპასუხისმგებლოდ ითვლებოდა და ისტორიკოსების აზრით, მემკვიდრეობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას.

ძველ რომში ნებისმიერი კბილის პასტის საფუძველი ფხვნილად დაქუცმაცებული ნახშირი იყო. იგი მიიღებოდა სხვადასხვა მასალის დაწვით: ხის, ცხოველის ძვლების და ა.შ. ეს კბილის პასტა შესანიშნავად ასუფთავებდა კბილებს. 

ძველი კბილის პასტის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სხვა, ნაკლებად სასიამოვნო ინგრედიენტები. მათ შორის იყო თაგვის ტვინი და ადამიანის შარდი. მღრღნელების ტვინის დანიშნულება დღეს ძნელი ასახსნელია, მაგრამ შარდთან ერთად ყველაფერი ნათელია. იგი შეიცავს ამიაკს, რომელსაც აქვს შესანიშნავი მათეთრებელი თვისებები. გარდა ამისა, კბილის პასტას ემატებოდა სხვა ინგრედიენტები, ხშირად საიდუმლოც… ეს შეიძლება ყოფილიყო მწვანილი, მცენარეული ზეთები და მინერალები.

ძნელი სათქმელია, რამდენად სასიამოვნო იყო ამ კბილის პასტის გამოყენება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება –  პომპეიში გათხრების დროს არქეოლოგებმა შენიშნეს, რომ ჩონჩხების მხოლოდ 30 პროცენტს აკლდა კბილები ან ჰქონდა კარიესის სერიოზული ნიშნები. Bigpicture.ru-ს თავის ქალა პომპეიში აღმოაჩინეს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები