უკრაინაში საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ყუმბარები ააფეთქა – ათობით ადამიანი დაშავდა

უკრაინაში, კერეცკოვსკის სოფლის საბჭოს შენობაში სხდომის მიმდინარეობის დროს მმართველი პარტიის დეპუტატმა, სერგეი ბატრინმა ყუმბარები ააფეთქა.

ინციდენტის შედეგად, 26 ადამიანი დაშავდა, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

ეროვნულმა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების უკანონო გამოყენების მუხლით დაიწყო.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატი ზოგიერთი საბიუჯეტო საკითხით იყო შეშფოთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები