ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ისტორიულ თარიღს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავენ.
„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის. გილოცავთ!“, – ნათქვამია მილოცვაში.
ცნობისთვის, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.