საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, თანმხლები დელეგაციის წევრებთან ერთად, რომელთა შორის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქტაი ასადოვთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და პარლამენტის როლის წინა პლანზე წამოწევის საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა ისიც, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის დეპუტატების მეგობრულ ჯგუფებს შორის აუცილებელია ურთიერთობის გაღრმავება. ოქტაი ასადოვმა გიორგი მარგველაშვილს აზერბაიჯანის პარლამენტის შენობა დაათვალიერებინა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველმა პირმა მილი მეჯლისის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.